გაყიდვების მენეჯერი (საშუალო რგოლი / B2B) + ბონუსი
კომპანია: Elite Infrastructure LTD
ლოკაცია: თბილისი, საბურთალი, ილია აბულაძის ქ. #25
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (08:30 - 17:30)
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და პოტენციური პარტნიორების ბაზის შექმნა;
- "ცივი ზარების" განხორციელება და საქმიანი შეხვედრების დანიშვნა;
- კომერციული წინადადებების მომზადება და პრეზენტაცია;
- მოლაპარაკებების წარმოება და კონტრაქტების გაფორმება;
- არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება.
მოთხოვნები:
- მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია B2B მიმართულებით);
- მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
- გამართული და პროფესიონალური მეტყველება.
- ინგლისური და რუსული პროფესიონალური საუბარი.
- საოფისე პროგრამების (MS Office), Adobe Acrobat, Canva, internet ფლობა;
- საკუთარი ავტომობილის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება:
ფიქსირებული: 1,500 - 2,000 ლარი (Net);
ბონუსი: გაფორმებული კონტრაქტების ღირებულების 2% (ლიმიტის გარეშე).