გაყიდვების მენეჯერი ლოჯისტიკის მიმართულებით — JSL Logistics

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
JSL Logistics

გაყიდვების მენეჯერი ლოჯისტიკის მიმართულებით

₾3500 იწურება ადგილზე სრული განაკვეთი
შპს "JSL Group"-ში შემავალი "JSL Logistics" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ლოჯისტიკის მიმართულებით.

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00 საათამდე
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2500-3500 Gross + კვარტლური ბონუსი

დასაქმებულს ვთავაზობთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს და სხვადასხვა ბენეფიტით სარგებლობის შესაძლებლობას:

** უფასო საადვოკატო მომსახურების ბარათი;
** სატრანსპორტო მომსახურება მეტრო "ზემო სამგორიდან";
** საბონუსე სისტემა;
** ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობა.

ძირითადი ფუნქციები:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება: წლის, კვარტლისა და ყოველთვიური გაყიდვების გეგმების შედგენა/შესრულება;
** ახალი მომხმარებლების მოძიება და ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება;
** არსებულ და ახალ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** არსებული ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** ახალი პროექტების მოძიება და მათში ჩართულობა;
** კომპანიის ცნობადობისა და გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;
** გაყიდვების ანალიზი, ანგარიშების მომზადება და ეფექტურობის გაუმჯობესება;
** კომპანიის სახელით ოფიციალურ შეხვედრებსა და კონფერენციებში მონაწილეობა;
** გაყიდვების სტატისტიკის წარმოება და დირექციისთვის ანგარიშის წარდგენა;
** მიმდინარე სატვირთო ბაზრის მიმოხილვა გენერალურ დირექტორთან და აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის განხრით);
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა;
** სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამებისა და CRM სისტემის ცოდნა;
** პრეზენტაბელურობა;
** საკუთარი ავტომობილი.

რბილი უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი პრეზენტაციის კარგი უნარი;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
** დისციპლინირებულობა.

კომპანიაში დაგხვდებათ:

** კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობები;
** გუნდური და მეგობრული სამუშაო გარემო.

თუ ეძებთ სიახლეებს, გსურთ საინტერესო სამუშაო პროცესში ჩართვა და სტაბილური, გუნდური სამუშაო გარემო,

როცა დაიდება ახალი ვაკანსიები ლოჯისტიკის პოზიციაზე, გინდა მომენტალურად შეგატყობინოთ?

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ