გაყიდვების მენეჯერი - ღონისძიებების მენეჯმენტი
საერთაშორისო ბრენდი "Eventor Studio", რომელიც სპეციალიზდება მრავალპროფილიანი ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში, ეძებს გაყიდვების მენეჯერს.
თუ ხარ აქტიური, შედეგზე ორიენტირებული ადამიანი, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გინდა იმუშაო მასშტაბური ღონისძიებების მიმართულებით - ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოძიება და პოტენციური კლიენტების ბაზის განვითარება
- კლიენტის საჭიროებების იდენტიფიცირება
- ღონისძიების მომსახურებებისა და პაკეტების პრეზენტაცია
- მოლაპარაკებების წარმოება
- არსებული კლიენტების განვითარება და განმეორებითი გაყიდვების გენერირება
- გაყიდვების სისტემაში კლიენტების, ლიდებისა და გაყიდვების ეტაპების მართვა
- ღონისძიებების გუნდთან თანამშრომლობა, რათა გაყიდული პროექტი სწორად გადავიდეს საოპერაციო ეტაპზე
- ღონისძიებების დღეს, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე ყოფნა და კლიენტთან კომუნიკაციის მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია გამოცდილება Event Management, Hospitality, Tourism, Weddings, MICE, Luxury ან Service Industry მიმართულებით;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- კლიენტის საჭიროებების სწორად გაანალიზებისა
- შედეგზე და KPI-ებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა;
- რამდენიმე კლიენტისა და პროექტის პარალელურად მართვის უნარი;
- კარგი პრეზენტაციისა და storytelling-ის უნარები;
- ქართული და ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
- Fully Remote - მუშაობის შესაძლებლობა ნებისმიერი ადგილიდან.
- Commission-Based Income: შემოსავალი - 7000 GEL-მდე თითოეულ წარმატებით გაყიდულ პროექტზე, პროექტის ღირებულებისა და პირობების შესაბამისად.
- On-Site Event Coordination: ღონისძიების/დღესასწაულის ადგილზე კოორდინაციაში მონაწილეობის შემთხვევაში - 500 GEL Net ყოველ გასვლით პროექტზე.
პოზიცია განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც სურს ფიქსირებულ ხელფასზე დამოკიდებულების ნაცვლად, საკუთარი გაყიდვების შედეგების შესაბამისად მნიშვნელოვნად გაზარდოს შემოსავალი.