გაყიდვების მენეჯერი — ელიტ ინფრასტრუქტურა

samushao.ge
ელიტ ინფრასტრუქტურა — ლოგო
ელიტ ინფრასტრუქტურა

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია: Elite Infrastructure LTD

ლოკაცია: თბილისი, საბურთალი, ილია აბულაძის ქ. #25

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (08:30 - 17:30)

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და პოტენციური პარტნიორების ბაზის შექმნა;
  • "ცივი ზარების" განხორციელება და საქმიანი შეხვედრების დანიშვნა;
  • კომერციული წინადადებების მომზადება და პრეზენტაცია;
  • მოლაპარაკებების წარმოება და კონტრაქტების გაფორმება;
  • არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება.

მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია B2B მიმართულებით);
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი; გამართული და პროფესიონალური მეტყველება.
  • ინგლისური და რუსული პროფესიონალური საუბარი.
  • საოფისე პროგრამების (MS Office), Adobe Acrobat, Canva, Internet ფლობა;
  • საკუთარი ავტომობილის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

ანაზღაურება:

ფიქსირებული: ინდ. მოლაპარაკებით

ბონუსი: გაფორმებული კონტრაქტების ღირებულების 2% (ლიმიტის გარეშე).

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ