გაყიდვების კონსულტანტი- გლდანი
საათებისა და აქსესუარების კომპანია "TI`ME" 2013 წლიდან წამყვან პოზიციას იკავებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. იგი მსოფლიოში 40-ზე მეტი ბრენდის წარმომადგენელია. კომპანია მუდმივად ზრუნავს თქვენს კეთილგანწყობაზე.
"TI`ME"-ის მუდმივად მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ კანდიდატებს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ჩვენი გუნდის აქტივობების შესახებ ეწვიეთ LINKEDIN გვერდს - TI`ME Georgia
კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: TI`ME
ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია, რომ თითოეულ მომხმარებელს შევუქმნათ სასიამოვნო და დაუვიწყარი გამოცდილება. თქვენი დადებითი ენერგია და პოზიტიური დამოკიდებულება ქმნის ამ განსაკუთრებულ გარემოს.
ზოგჯერ დღე შეიძლება იყოს დატვირთული, განსაკუთრებით აქციების პერიოდში და შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე ამოცანასთან მოგიწიოთ გამკლავება. სწორედ ასეთ გარემოში ჩანს თქვენი პროფესიონალიზმი და ერთმანეთის მხარდაჭერა.
სარგებელი:
- ჯანმრთელობის დაზღვევა, პროფესიული განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობა, ბრენდირებულ საჩუქრებსა და პროდუქციაზე ფასდაკლება, ფიტპასის კორპორატიული ფასი და ყოველთვიური ბონუსი.
- ანაზღაურებადი შვებულებით 2 თვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე, ასევე დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების ბონუსი.
- კომპანიის კორპორატიული წვეულებებით და Team-Building-ებით სარგებლობის შესაძლებლობა.
- ყოველწლიურ ნომინაციებში მონაწილეობის და საუკეთესო თანამშრომელი გახდომის შანსი. გამარჯვების შემთხვევაში დაჯილდოვდებით განსაკუთრებული საჩუქრებით.
- ლოიალობის პროგრამა, რომელიც მოიცავს ყოველწლიურ ანაზღაურების ზრდას 3 წლის განმავლობაში.
თუ თქვენ ხართ პოზიტიური, შეგიძლიათ რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება, გიყვართ მომსახურების პროცესი და მომხმარებელთან ურთიერთობა, ასევე გაქვთ კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე, მაშინ გელოდებით თაიმის გუნდში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომსახურების გაწევა მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით;
- მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურების გაწევა კეთილგანწყობით და მუდმივი მხარდაჭერის მზაობით;
- პროდუქციის სუფთა იერსახის უზრუნველყოფა;
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით გაფორმება ბრენდების მიხედვით;
- მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით;
- საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის გაყიდვის გატარება და სალაროზე თანხის მიღება;
სამუშაო ადგილი: Time & Pandora სტენდი (გლდანი სითი მოლი, ვეკუას #1)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში არაუმეტეს 40 საათი:
- 3 დღე — 10:00-22:00 სთ
- 1 დღე — 10:00-18:00 სთ
- კვირის დანარჩენი დღეები — დასვენება