გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი — L’occitane Group

L’occitane Group — ლოგო
L’occitane Group

გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

₾10000.0 თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

L`Occitane ეძებს გამოცდილ და ამბიციურ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს საქართველოში - Head of Retail-ს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის საცალო მიმართულების განვითარებას და ხელს შეუწყობს ბრენდების წარმატებულ წარმოდგენას საქართველოს ბაზარზე. თუ გიყვართ პრემიუმ სილამაზის ბრენდები და გაქვთ გამოცდილება გაყიდვების სფეროში, გვესაჭიროება პასუხისმგებელი პირი საცალო გაყიდვების შედეგების მონიტორინგზე, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე, ბრენდების სტანდარტების დანერგვის მხარდაჭერაზე, პარტნიორ კომპანიებთან და საცალო საქმიანობის განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირებაზე. ძირითადი პასუხისმგებლობები: ** ბრენდების წარმოდგენისა და ვიზუალური სტანდარტების კონტროლი სხვადასხვა გაყიდვის არხში; ** საცალო გაყიდვების შედეგებისა და KPI-ების მონიტორინგი და ანალიზი; ** პარტნიორებთან ძლიერი და გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება; ** ახალი პროდუქციის, კამპანიებისა და აქტივობების დანერგვის მხარდაჭერა; ** ბრენდ-მენეჯერებთან, მარკეტინგისა და სხვადასხვა ოპერაციების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა; ** საცალო მიმართულების განვითარების ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება. ** მაღაზიებისა და სხვა გაყიდვების წერტილებისა და გაყიდვების გუნდების განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა; მოტივაცია, პროფესიული განვითარების, სხვადასხვა პროგრამებისა და საუკეთესო გამოცდილების დანერგვის მხარდაჭერა. ** გაყიდვების ზრდისა და ეფექტურობის გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება რითეილში, გაყიდვებში ან კომერციულ მიმართულებაში; ** სასურველია გამოცდილება სილამაზის, ფარმაცევტულ, FMCG, ლუქსისა ან პრემიუმ ბრენდების სექტორში; ** ძლიერი ანალიტიკური და კომერციული აზროვნება; ** ძლიერი ლიდერული თვისებები და კომუნიკაციის გამორჩეული უნარები; ** პარტნიორებთან ურთიერთობის წარმატებული გამოცდილება; ** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე. ჩვენ გთავაზობთ: ** საერთაშორისო და სწრაფად განვითარებად კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას; ** მსოფლიოში აღიარებული პრემიუმ ბრენდების პორტფელთან მუშაობას; ** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობებს; ** საერთაშორისო ტრენინგებში, სემინარებსა და პროფესიულ ღონისძიებებში რეგულარულ მონაწილეობას როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; ** საერთაშორისო გუნდებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობას; ** თანამედროვე, დინამიურ და ინსპირაციულ სამუშაო გარემოს; ** კონკურენტულ ანაზღაურებას 7, 000 - 10, 000 ლარის ფარგლებში (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად); ** გეგმის შესრულებაზე დაფუძნებულ დამატებით ბონუსურ სისტემას; ** კომპანიის მიერ უზრუნველყოფილ კორპორატიულ სარგებელსა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერას. L`Occitane Group არის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ჯგუფი სილამაზის ინდუსტრიაში, რომელიც აერთიანებს ბუნებით, ინოვაციებითა და მდგრადი განვითარების პრინციპებით შთაგონებულ ბრენდებს. ჯგუფის პორტფელში შედის მსოფლიოში აღიარებული ბრენდები, როგორიცაა L`Occitane en Provence, Erborian, Elemis, Melvita, Sol de Janeiro და სხვა. L`Occitane- ში მუშაობა ნიშნავს გახდე საერთაშორისო გუნდის ნაწილი, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიონალიზმი, განვითარება და ადამიანებზე ზრუნვა. სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ