გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი- ვარციხე — შატო ვარციხე

შატო ვარციხე

გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი- ვარციხე

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შატო ვარციხე აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ვარციხეში (ქუთაისი)

თუ გაქვთ ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესში მუშაობის გამოცდილება, გიყვართ გაყიდვები, მოლაპარაკებების წარმოება და შედეგზე ორიენტირებული ხართ - შემოუერთდით ჩვენს გუნდს!

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროს, რესტორნისა და ღონისძიებების სივრცეების გაყიდვების მართვა;
  • კორპორატიული კლიენტების, ტურისტული სააგენტოებისა და პარტნიორების მოძიება და განვითარება;
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულება;
  • ჯგუფური ჯავშნების, კონფერენციების და სხვა ღონისძიებების გაყიდვა;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება და პრეზენტაციების ჩატარება;
  • კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი;
  • გაყიდვების გეგმების შესრულება და ანგარიშგება;
  • Booking-ის და სხვა ანალოგიური დაჯავშნის საიტების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამოცდილება ტურიზმის, სტუმარმასპინძლობის ან სასტუმრო ბიზნესის გაყიდვებში ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასტუმროს ოპერაციების ან სასტუმროს მართვის სფეროს ცოდნა;
  • მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციების ჩატარების მაღალი უნარი;
  • გაყიდვების თანამედროვე ტექნიკებისა და CRM სისტემების ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია).

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსური სისტემა);
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას.

სამუშაო ადგილი: შატო ვარციხე, იმერეთი

ანაზღაურება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ