განათების გაყიდვების კონსულტანტი
"ახალი ნათება" არის ქართული კომპანია, რომელიც უკვე 26 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას განათების, ავეჯისა და აქსესუარების სფეროში. კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი და ფლობს 16 ფილიალს თბილისსა და რეგიონებში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: www.newlight.ge
კომპანია "ახალი ნათება" აცხადებს ვაკანსიას განათების გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე, ქ. თბილისში, სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი".
მისამართი: ქ. თბილისი. ალ. თვალჭრელიძის 2
ანაზღაურება: 1400-1600 ლარის ფარგლებში (გამოცდილების არ მქონე კანდიდატებს ექნებათ პირველი თვე ანაზღაურებადი სტაჟირება 700 ლარის ოდენობით).
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.
სამუშაო საათები: დღეში 8 საათი, ცვლებში 09:00-18:00 სთ ან 13:00-22:00 სთ, შუალედში 1 საათიანი შესვენებით.
დამატებით გთავაზობთ:
- კომპანიის ხარჯით კერძო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას;
- მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
- ზრდისა და განვითარების პერსპექტივას.
ძირითადი მოვალეობები:
- მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
- მომხმარებლებისათვის კვალიფიციური და გულისხმიერი მომსახურების გაწევა;
- იზრუნოს მაღაზიაში პროდუქციის სრულყოფილად წარმოჩენასა და დადგენილი სტანდარტებით განთავსებაზე.
სასურველი უნარ-ჩვევები:
- მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი;
- კომუნიკაბელური, ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარით;
- პუნქტუალური, მოტივირებული და ენერგიული;
- სასურველია რუსული ან/ და ინგლისური ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე;
- სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.