ფუდ-ფოტოგრაფი- ბათუმი
კომპანია "ბოლტ ფუდი" (Bolt Food) ეძებს მოტივირებულ და კრეატიულ ფოტოგრაფს ბათუმში , რომელიც პროფესიონალურად გადაიღებს პარტნიორი ობიექტების კერძებს. თუ გიყვარს კერძების ესთეტიკურად გადაღება, გაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და ეძებ დამატებით შემოსავალს მოქნილი გრაფიკით, ეს ვაკანსია სწორედ შენთვისაა! სამუშაო გრაფიკი და დატვირთვა: ** მოქნილი სამუშაო დღეები: კვირაში 3 ფიქსირებული სამუშაო დღე ** დღიური დატვირთვა: ძირითადად 3 გადაღება დღეში. ** ხანგრძლივობა: თითო გადაღება გრძელდება დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. ძირითადი მოთხოვნები: ** აუცილებელია საკუთარი პროფესიონალური ფოტოაპარატი და განათება. ** აუცილებელია კერძების გადასაღები სხვადასხვა ფერის ფონები. ** ფუდ-ფოტოგრაფიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.