ფრონტ ოფისის სუპერვაიზერი- ბათუმი
მზიური გარდენსი - თანამედროვე, პრემიუმ კლასის აპარტამენტების კომპლექსი აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის სუპერვაიზერის პოზიციაზე ბათუმში.
ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელსაც უყვარს სტუმრებთან ურთიერთობა და შეუძლია მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.
თუ გიყვართ სტუმართმოყვარეობის სფერო, გსურთ ყოველდღიური გამოწვევებით სავსე დინამიკურ გარემოში მუშაობა და მზად ხართ განივითაროთ თქვენი კარიერა -ეს პოზიცია თქვენთვისაა. ამჟამად ვეძებთ ფრონტ ოფისის სუპერვაიზერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სტუმრების უმაღლესი ხარისხის სერვისზე, გუნდის კოორდინაციაზე და სასტუმროს სტანდარტების დაცვაზე.
პოზიციის აღწერა:
ფრონტ ოფისის სუპერვაიზერი უზრუნველყოფს სტუმართა მიღებისა და მომსახურების პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობას, მართავს ფრონტ ოფისის გუნდს, აკონტროლებს სამუშაოს ხარისხს და უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციას სხვა დეპარტამენტებთან.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმართა მიღების, განთავსებისა და გასვლის (Check-in / Check-out) პროცესების ზედამხედველობა;
- სტუმართა კეთილგანწყობილი და პროფესიონალური მომსახურების უზრუნველყოფა;
- შემოსული ზარების, ელექტრონული წერილებისა და მოთხოვნების სწრაფი და ეფექტური მართვა;
- რეზერვაციების, გადახდების და ბილინგის პროცესის კონტროლი 1C პროგრამაში, მათ შორის ვირტუალური ბარათებისა და სხვა გადახდის მეთოდების მართვა კომპანიის პოლიტიკისა და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად;
- თანამშრომლებისთვის დავალებების განაწილება, სამუშაო გრაფიკის მართვა და შესრულების მონიტორინგი;
- ტრენინგების ჩატარება და ახალი თანამშრომლების ინტეგრაცია, მათთვის არსებული სტანდარტებისა და მომსახურების პროცედურების გაცნობა;
- სტუმართა შენიშვნებსა და პრეტენზიებზე ოპერატიული რეაგირება, პრობლემების დროული გადაჭრის უზრუნველყოფა;
- ჰაუსკიპინგის, ტექნიკურ, დაცვისა და სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო კოორდინაცია ერთიანი მომსახურების სტანდარტის შესანარჩუნებლად;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული სხვა დავალებების შესრულება ბრენდის სტანდარტების თანხვედრაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფრონტ ოფისში (მათ შორის სუპერვაიზერის ან უფროსის პოზიციაზე);
- 1C პროგრამაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა (სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- ლიდერული, ორგანიზაციული და გუნდის მართვის უნარები;
- ეფექტური კომუნიკაციისა და სამუშაო პროცესის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენი შეთავაზება:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა.
- მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო.