ბელ მეზონი
შესყიდვების მთავარი მენეჯერი
₾5000
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
მულტიბრენდული შოურუმი "ბელ მეზონი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მთავარი მენეჯერის პოზიციაზე.
პირობები:
- 10:00-19:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 1 საათი შესვენება
- 5000 ლარი ხელზე + ბონუსი
- გამოსაცდელი ვადა 6 თვე, ანაზღაურებადი
ფუნქცია-მოვალეობები:
- პარტნიორ ბრენდებთან თანამშრომლობის სრული ციკლის მართვა და კონტროლი
- შესყიდვების/იმპორტის ორგანიზება, ლოჯისტიკა და მასთან დაკავშირებული პროცედურები
- ნაშთების კონტროლი, გაყიდვების სტატისტიკისა და სხვა რეპორტების წარმოება / ანალიზი
- პარტნიორ ბრენდებთან მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და კონტროლი
- კომერციული გადაწყვეტილებების პროცესში მონაწილეობის მიღება
- აქტიური მონაწილეობა ბრენდინგში და პარტნიორებისგან სარეკლამო მასალების უზრუნველყოფა
- გაყიდვების გუნდისთვის ტრენინგების ჩატარება და სამოტივაციო პროგრამების შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების/მენეჯმენტის/მარკეტინგის მიმართულებით
- მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება იმპორტსა და ლოჯისტიკაში
- საერთაშორისო ბიზნეს მოლაპარაკებებში გამოცდილება
- მარკეტინგული აქტივობებისა და კამპანიების შემუშავება/დანერგვის გამოცდილება
- ანალიტიკური უნარები, Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
- მისამართი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 86
- ვებგვერდი: https://bellemaison.ge