ფრონტ გაყიდვების სპეციალისტი- ბათუმი
კომპანია "გასა" GASA, რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიახაზების როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia. აცხადებს ვაკანსიას ფრონტ გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ბათუმში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება (შემომავალი ზარების პასუხი);
- ელ. ფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
- მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
- ავიაბილეთების დაჯავშნა - გამოწერა;
- გაყიდული ბილეთების აღრიცხვა;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
უნარ-ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა.
ლოკაცია: ნოე ჟორდანიას 24, ბათუმი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
გრაფიკი: 5/2 (დინამიური/ცვლებში).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@gasa.ge.
სათაურის ველში (Subject) გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.