Front-end დეველოპერი
სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო აცხადებს ვაკანსიას Front-end დეველოპერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განახლება;
- ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ინტერფეისის შემუშავება და მხარდაჭერა;
- პროგრამული უზრუნველყოფის ბიზნეს-ლოგიკის, მოთხოვნებისა და სპეციფიკაციების შესწავლა და არქიტექტურული გადაწყვეტილებების მიღება;
- back-end სისტემებთან ინტეგრირება;
- მენეჯერებთან, დიზაინერებთან, back-end დეველოპერებთან და QA ინჟინრებთან თანამშრომლობა;
- შესრულებული სამუშაოს ხარისხის უზრუნველყოფა, ტესტირება და SPA წარმადობის ოპტიმიზაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
- მსგავს პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- რელაციურ და არარელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- სამუშაო გამოცდილება React, React Router, Ext JS, Angular, JavaScript, React, HTML, GitLab;
- პრიორიტეტად ჩაითვლება სხვა Framework-ების ცოდნა;
- მონოლოთური და მიკროსერვისების არქიტექტურის პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება;
- toolkit კომპონენტების დეველოპმენტის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- გრძელვადიანი თანამშრომლობის და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
კონკურსის ეტაპები:
- განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.