ფინანსური ანალიტიკოსი
შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 42
განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- წლიური ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- ფაქტიური შესრულებების დაგეგმილთან შედარება და სხვაობების ანალიზი;
- პროგრამაში ბუღალტერიის და შემოსავლების აღრიცხვის სამსახურის მიერ დაფიქსირებული მონაცემების კონტროლი;
- სამსახურების მიხედვით შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის უზრუნველყოფა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
- პროექტების ფინანსური მოდელირება და ანალიზი;
- აუდიტის პროცესში აუდიტორებთან კომუნიკაცია და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ძალიან კარგად ცოდნა;
- სასურველია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- შესრულებული სამუშაოს კონტროლის უნარი;
შპს "ახალი ქსელები" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
გისურვებთ წარმატებას!