ფილიალის მენეჯერის თანაშემწე- ნუცუბიძე
კომპანია "ჯიბე Cash & Carry"-ს ნუცუბიძის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.
ფილიალი: ქ. თბილისი, პ. დათუაშვილი N7
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 1700 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 1500-1600)
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამაცივრე კონტეინერსა და დარბაზში არსებულ მაცივრებში პროდუქციის შენახვის ტემპერატურული და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მუდმივი მონიტორინგი, ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
- მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება (მაღაზიის მართვის პროცედურა);
- პროდუქციის ვადების მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მაღაზიის საწყობის მენეჯერისათვის;
- სავაჭრო დარბაზში არსებული მაცივრების დროული შევსება შესაბამისი პროდუქციით;
- სამაცივრე პროდუქციის შეკვეთის პროცესში მონაწილეობა;
- პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
- "წითელი ნაშთები"-ს კონტროლი; ("წითელი ნაშთების" განმარტება მოცემულია დოკუმენტში "მაღაზიის მართვის პროცედურა");
- დადგენილი პერიოდულობით, მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა. შესაბამისი განყოფილებების თანამშრომლებთან კომუნიკაცია ინვენტარიზაციის შედეგების გაანალიზებისათვის;
- დადგენილი პერიოდულობით სამაცივრე კონტეინერის სასაქონლო მარაგების კონტროლი, შესაბამისი პროცედურის მიხედვით სასაქონლო მარაგების აღწერის ჩატარება;
- საწყობის მენეჯერის არ ყოფნის შემთხვევაში, მისი ფუნქცია-მოვალეობების ნაწილობრივ შესრულება, მაღაზიის მენეჯერთან შეთანხმებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
- პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.