ფილიალის მენეჯერი- ქუთაისი — კრაფტ ფუდი

კრაფტ ფუდი — ლოგო
კრაფტ ფუდი

ფილიალის მენეჯერი- ქუთაისი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Craft Food" რესტორნების შვილობილი კომპანია - "Craft Food ქუთაისი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. ქუთაისში.

Craft Food - სწრაფი კვების ობიექტი, 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მოიცავს 7 ფილიალს საქართველოს მასშტაბით.

Craft Food მომხმარებელს, 2022 წლიდან, თავისი სარესტორნე ქსელის მეშვეობით, ჯანსაღად წარმოებულ ყველა სწრაფი კვების პროდუქტს ერთ სივრცეში სთავაზობს, ესენია: "კრაფტ ჰოთ-დოგი", "კრაფტ შაურმა", "კრაფტ ბურგერი", "კრაფტ პიცა" და სხვა.

Craft Food რესტორნებს აქვს საწარმო, რომელიც თავის მხრივ აწარმოებს სოსისებს, ამზადებს სოუსებს და საჭირო ნედლეულს ფილიალების მოსამარაგებლად.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული 09:00-18:00.
  • ანაზღაურება: 2000-2500 ₾ კვალიფიკაციის შესაბამისად.
  • სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ზვიად გამსახურდიას 16.

ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლობიან ფილიალის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს ობიექტის ყოველდღიურ საქმიანობას და უზრუნველყოფს წარმოების პროცესების ეფექტიან მართვას.

ძირითადი მოვალეობები:

  • ობიექტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კონტროლი;
  • მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფა;
  • წარმოების პროცესების ორგანიზება და გამართული მუშაობის კონტროლი;
  • პროდუქციის, ნედლეულისა და მარაგების მართვა, შეკვეთების დაგეგმვა;
  • თანამშრომლების მართვა, სამუშაო გრაფიკების შედგენა და მოტივაცია;
  • სანიტარულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კონტროლი;
  • სალაროს, საოპერაციო პროცესებისა და რეპორტინგის წარმოება;
  • ტექნოლოგთან და შეფ-მზარეულთან თანამშრომლობა ახალი პროდუქტების დანერგვის პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • სწრაფი კვების ან კვების წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ლიდერული, ორგანიზაციული და პრობლემების მართვის უნარები;
  • MS Office-ის (Excel, Word, PowerPoint) კარგი ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.