ფილიალის მენეჯერი- ბათუმი
კომპანია "მეგასპორტი" ტანსაცმლის მაღაზია The North Face-ის ბათუმის ფილიალისთვის აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე და სამუშაოს სთავაზობს მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატებს.
ძირითადი მოვალეობები:
- მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
- გაყიდვების პროცესის მართვა და გაყიდვების მიზნების შესრულების უზრუნველყოფა;
- გაყიდვების გუნდის მართვა, მოტივაცია და განვითარება;
- თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის დაგეგმვა და კონტროლი;
- მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
- მაღაზიის ვიზუალური სტანდარტებისა და ბრენდის სტანდარტების დაცვა;
- პროდუქციის მიღების, განთავსებისა და მარაგების კონტროლი;
- სალარო ოპერაციების და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი;
- პრობლემური სიტუაციების დროული გადაწყვეტა;
- კომპანიის შიდა პროცედურებისა და წესების შესრულების კონტროლი.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
- სასურველია ტანსაცმლის გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.