ფილიალის მენეჯერი — ასორტი

ასორტი — ლოგო
ასორტი

ფილიალის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა. თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ. კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. სამუშაო განაკვეთი: სრული, 40 საათი. ძირითადი ფუნქციები: ** ფილიალის რეალიზაციისა და ბიუჯეტის დაგეგმვა და გეგმების შესრულების უზრუნველყოფა; ** ფილიალის მომარაგების და მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა. კერძოდ: გასაყიდად დასამზადებელი პროდუქციის სახეობებისა და ოდენობის განსაზღვრა გაყიდვების მაჩვენებლის გათვალისწინებით, შესაბამისი შეკვეთის განხორციელება და შეკვეთილი პროდუქციის მიღება; ** სააღრიცხვო პროცესების მართვა - სალაროსა და ფულადი ოპერაციების კონტროლი, აღწერის პროცესის მართვა; ** ფილიალის სრული აღწერის (ინვენტარიზაციის) წარმოების უზრუნველყოფა; დანაკლისების არარსებობაზე ზრუნვა; ** ფილიალის თანამშრომლების დანიშვნა, განთავისუფლება, დაწინაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა და მათი ეფექტიანი მართვა; ** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის გრაფიკების შედგენა, დავალებების გადანაწილება და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების მენეჯერის ან/და ფილიალის მენეჯერის/ქსელის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B1 დონეზე; ** საოფისე პროგრამების ცოდნა. პიროვნული მახასიათებლები: ** გუნდის მართვის უნარი; ** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; ** პასუხისმგებლიანობა; ** კომუნიკაბელურობა; ** განვითარებაზე ორიენტირებულობა.