ფასადის მემონტაჟის დამხმარე
შპს "არქ-კონი" ახორციელებს ვენტილირებადი ფასადების, ვიტრაჟებისა და ლითონკონსტრუქციების საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოებს. გუნდის გაფართოების მიზნით, ვიწვევთ მოტივირებულ კადრებს ფასადის მემონტაჟის დამხმარის პოზიციაზე, საქმის ადგილზე შესწავლის პერსპექტივით.
ვაკანსია: ფასადის მემონტაჟის დამხმარე
კატეგორია: მშენებლობა / რემონტი / წარმოება
მდებარეობა: თბილისი (სხვადასხვა ობიექტი)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
- ფასადისა და ვიტრაჟების სამონტაჟო სამუშაოებში მთავარი მემონტაჟის დახმარება;
- სამშენებლო მასალებისა (მინაპაკეტები, ფასადის მოსაპირკეთებელი პანელები, ლითონის კონსტრუქციები) და ინსტრუმენტების მომზადება, მიწოდება და დასაწყობება;
- სამუშაო სივრცის მომზადება და წესრიგის შენარჩუნება;
- შრომის უსაფრთხოებისა და ტექნიკური ნორმების განუხრელი დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- ფიზიკური მზაობა და შრომისმოყვარეობა;
- სიმაღლეზე მუშაობის უნარი (შიშის გარეშე);
- ძირითადი ელექტრო ინსტრუმენტების (კუთხსახეხი/ბურღი/ ხრახნდამჭერი) გამოყენების ელემენტარული უნარები ან გამოცდილება;
- საზომი ხელსაწყოების გამოყენებისა და ელემენტარული მათემატიკური გამოთვლების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და გუნდურობა;
- სამშენებლო სფეროში დიდი გამოცდილება არ არის სავალდებულო — საქმის შესწავლა ხდება ადგილზე.
რას გთავაზობთ:
- ანაზღაურება: გამომუშავებით, შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად (დეტალები განიხილება გასაუბრებაზე);
- პროფესიული ზრდა: ხელობის ადგილზე შესწავლისა და კვალიფიკაციის ამაღლების რეალური შესაძლებლობა;
- სტაბილურ და მზარდ სამუშაო გარემოს.