ERP-სისტემების ადმინისტრირების სტაჟიორი
სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ERP-სისტემების ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სტაჟირების განმავლობაში შერჩეული კანდიდატი იმუშავებს ფინანსურ, IT, შესყიდვების, საწყობისა და სხვა ბიზნესმიმართულებების გუნდებთან, გაეცნობა თანამედროვე ERP-სისტემის მუშაობის პრინციპებს და მონაწილეობას მიიღებს კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ კანდიდატს ექნება შესაძლებლობა, დასაქმდეს ERP სისტემების ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ERP-სისტემაში მონაცემების ვალიდაციის პროცესში მონაწილეობა;
- ბიზნესპროცესების გაცნობა და მათი ERP-სისტემაში სწორად ასახვის პროცესში მონაწილეობა;
- შიდა მომხმარებლების მხარდაჭერა ERP-სისტემის ყოველდღიური გამოყენების პროცესში;
- ბიზნესმოთხოვნების ანალიზში მონაწილეობა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
- ტექნიკური დავალებების მომზადებასა და დამუშავებაში მონაწილეობა;
- ERP-სისტემის განვითარების პროცესში ვენდორსა და შიდა გუნდებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა;
- მონაცემთა ხარისხისა და სიზუსტის კონტროლის პროცესებში მონაწილეობა;
- ERP-სისტემის ტესტირებასა და ახალი ფუნქციონალის დანერგვაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან უმაღლესი განათლების მქონე კანდიდატი შემდეგი მიმართულებით: ინფორმაციული ტექნოლოგიები, ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები/საბუღალტრო აღრიცხვა, საინფორმაციო სისტემები, ინჟინერია;
- MS Excel-ის კარგი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ERP-სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის.
პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- სწრაფი სწავლის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- პრობლემების დადგენისა და გადაჭრის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ტექნოლოგიებისა და ბიზნესპროცესების მიმართ ინტერესი.
რას გთავაზობთ?
- ანაზღაურებად სტაჟირებას;
- პრაქტიკულ გამოცდილებას საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ERP-პროექტში;
- მენტორობას გამოცდილი ფინანსური, IT და ბიზნესპროცესების სპეციალისტებისგან;
- თანამედროვე ბიზნესპროცესების სიღრმისეულ გაცნობას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- წარმატებული სტაჟირების შემდეგ დასაქმების პერსპექტივას.
დამატებითი ინფორმაცია:
- სტაჟირების ხანგრძლივობა 6 თვე;
- სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (1-საათიანი შესვენებით);
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. 37/39.
შერჩევის ეტაპები
- ზოგადი უნარებისა და ანალიტიკური აზროვნების ტესტირება;
- გასაუბრება.
განაცხადის მიღება
2026 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.