ელექტრო-ტექნიკოსი, უმცროსი ელექტრო-ტექნიკოსი — ელექტრიფაი საქართველო

ელექტრიფაი საქართველო

ელექტრო-ტექნიკოსი, უმცროსი ელექტრო-ტექნიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ელექტრიფაი საქართველო" ავითარებს ელექტრომობილების დამტენების ქსელს საქართველოს მასშტაბით — DC სწრაფი დამტენები (80-320 კვტ) და AC დამტენები (22 კვტ).

ვაცხადებთ ვაკანსიას ორ პოზიციაზე:

  • ელექტრო-ტექნიკოსი (გამოცდილებით)
  • უმცროსი ელექტრო-ტექნიკოსი (დაწყებითი დონე, სწავლებით)

მოვალეობები:

  • დამტენი სადგურების მონტაჟი და ექსპლუატაციაში შეყვანა შესაბამისი მწარმოებლის, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების დაცვით
  • დენის კაბელების, დამცავი აპარატურის და დამიწების კონტურის მონტაჟი/დაერთება
  • ელექტრული, მექანიკური და პროგრამული ხარვეზების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა — როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად
  • პრევენციული მომსახურება გრაფიკისა და ჩეკლისტების მიხედვით
  • სადგურების მდგომარეობის მონიტორინგი მართვის პლატფორმაში, ხარვეზების ესკალაცია და ხელმძღვანელის ინფორმირება
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება — სამუშაო ანგარიშები, აქტები, ფოტოფიქსაცია
  • სათადარიგო ნაწილებისა და მასალების მარაგის კონტროლი, შესყიდვის დროული ინიცირება
  • ელექტროუსაფრთხოების წესების დაცვა, PPE-ის გამოყენება და საფრთხეების დაფიქსირება
  • კლიენტთან და ლოკაციის მასპინძელთან კომუნიკაცია დადგენილი სტანდარტის მიხედვით.