ელექტრო ტექნიკოსი/მემონტაჟე
შპს "Flexsecure" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-ტექნიკოსის (მემონტაჟე) პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სრული სამუშაო დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
- ანაზღაურება: ხელზე ასაღები თანხა 1500 ლარი.
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა, გულუას ქ.N3
- გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი).
ზოგადი მოვალეობები:
- განახორციელოს ტექნიკური მოწყობილობების (ელექტრო სადენების) ხარისხიანი მონტაჟი;
- საჭიროებისამებრ შეაკეთოს დაზიანებული მოწყობილობები;
- განახორციელოს მოწყობილობების ხარისხის და ფუნქციონალობის კონტროლი;
- შეასრულოს სისტემების პროგრამირება;
- მოახდინოს აღწერა ტექნიკისა და მოწყობილობების მდგომარეობის შესახებ;
- მოახდინოს ელექტრული მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა;
- სამუშაო იარაღების მოხმარების ცოდნა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით;
- სხვა დაკავშირებული ამოცანები.
მთავარი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება საინჟინრო განხრით;
- სუსტ დენებზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ტექნიკური დოკუმენტაციისა და ელექტრული სქემების წაკითხვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა;
- ორგანიზებული, დისციპლინირებული ადამიანი, გუნდური მუშაობის უნარით.