ელექტრო მექანიკოსი- ქუთაისი
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს ელექტრო მექანიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ანაზღაურება: 1886 ლარი.
სამუშაოს ტიპი: ცვლაში მუშაობა.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ელექტროქსელის, სარეზერვო ენერგიის წყაროების ყოველდღიური დათვალიერება, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება, მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების და შეუფერხებლად, სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობის უზრუნველყოფა, მათზე გატარებული ღონისძიებების შესახებ დოკუმენტების, ჟურნალების, ელექტრონული ბაზის წარმოება.
- ელექტროქსელისა და დანადგარების მონტაჟი/განახლების საჭიროების იდენტიფიცირება და წინადადებების მომზადება.
- ელექტროსისტემაში არასანქცირებული ჩარევის გამოვლენის უსაფრთხოების ზომების გატარება, ხელმძღვანელობის სწრაფი ინფორმირება და წერილობითი რაპორტის მომზადება.
- პერსონალისთვის ელექტროუსაფრთხოების წესების გაცნობა, მისი დაცვის მეთვალყურეობა, დარღვევებზე სატანადო მითითებების გაცემა და ხელმძღვანელობის ინფორმირება.
- ენერგოეფექტურობის კონტროლი, არარაციონალური ხარჯვის აღკვეთა და ანგარიშგება.
- სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა კომპანიის მიერ დადგენილი წესით და ფორმით;
- საქმიანობის სფეროში არსებული ინოვაციების და საუკეთესო პრაქტიკის მოძიება და დანერგვა.
- სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების, სანიტარიის ნორმების და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული (ზეპირი/წერილობითი) ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.
- კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო (სასურველია: პროფესიული ან უმაღლესი ტექნიკური განათლება, ენერგეტიკის, ელექტროინჟინერიის, ტელეკომუნიკაციების ან მომიჯნავე სფეროში);
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ელექტრომექანიკოსის ან მსგავს პოზიციაზე;
- ელექტროუსაფრთხოების მოქმედი საკვალიფიკაციო ჯგუფი (მინიმუმ III ჯგუფი) სავალდებულოა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა;
- სასურველია საოფისე პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით Excel) სამუშაო დონეზე ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილი ფლობა (სასურველია ტექნიკური ინგლისურის ან რუსულის ცოდნა).
დამატებითი მოთხოვნები:
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ფიზიკური მზაობა მოძრავი სამუშაოსთვის (ან სიმაღლეზე მუშაობისთვის, საჭიროებისამებრ);
- კომუნიკაციის უნარი.
კონკურსის ეტაპებია:
- აპლიკაციების გადარჩევა;
- გასაუბრება.
რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2026 წლის 01 სექტემბრის ჩათვლით.