ელექტრიკოსი- რუსთავი
შპს "პალატი" 2022 წელს დაარსდა. კომპანიის მაღალტექნოლოგიური წარმოება პასუხობს ნებისმიერი სირთულის საინჟინრო მოთხოვნას სამშენებლო თუ ავეჯის წარმოების სფეროში. პალატის პარტნიორთა რიგებშია ამერიკისა და ევროპის წარმატებული კომპანიები, ხოლო ექსპორტი საერთაშორისო სერტიფიცირებითა და ხარისხის კონტროლით ხორციელდება. კომპანიის წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა 400-მდე პროფესიონალის ერთობლივი ძალისხმევა და საერთო ღირებულებებია.
კომპანია "პალატი" გთავაზობთ შესაძლებლობას, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს ელექტრიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გ.მაზნიაშვილის № 4
გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი
ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:
- მზარდ და მუდმივად განვითარებად კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- ყოველდღიურ კვებას, რომელსაც კომპანია უზრუნველყოფს (თანამშრომლის სიმბოლური თანამონაწილეობით);
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ახალი ელექტრო ქსელების, ელექტრო მოწყობილობებისა და დანადგარების მონტაჟის განხორციელებაში ჩართულობა;
- ძველი, დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული ელექტრო ქსელებისა და მოწყობილობების დემონტაჟში მონაწილეობა;
- ელექტრო დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის რეგულარული შემოწმება და შესაძლო გაუმართაობების წინასწარ გამოვლენა;
- საწარმოო პროცესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად ელექტრო გაუმართაობებზე ოპერატიული რეაგირება და საჭირო ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
- ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება ელექტროენერგეტიკის მიმართულებით;
- ელექტრიკოსად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტაცია;
- სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და ვადების დაცვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის და კომუნიკაციის უნარი, კომპანიის ყველა რგოლთან ეფექტური ურთიერთობისთვის;
- სწრაფად სწავლისა და განვითარების მოტივაცია.
გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://palatillc.com/
შპს "პალატი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!