ელექტრიკოსი- ბათუმი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "იელთი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე აპარტ-სასტუმროთა ქსელში.
ლოკაცია: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე 12 საათიან ცვლაში, მომდევნო 5 დღე დასვენება
ანაზღაურება: 1600 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- აპარტამენტებში არსებული ელექტრო და ელექტრონული სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
- საწარმოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული განათების, როზეტების, ელ. ძრავების მეთვალყურეობა
- მოქმედი დანადგარების მექანიკური, ელექტრული გამართულობის უზრუნველყოფა
- ელექტრული გაყვანილობების, აღჭურვილობის, მოწყობილობების განლაგება და მონტაჟი
- ელექტრული აღჭურვილობის გაუმართაობის ამოცნობა და პრობლემის აღმოფხვრა
- ავარიული შემთხვევების დროული ლიკვიდაცია
- არსებული ელექტრო მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა
- უშუალო ხელმძღვანელის რეგულარული ინფორმირება დანადგარების მუშაობისა და შესაძლო სარემონტო აღჭურვილობების შესახებ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ელექტროობის მიმართულებით
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- ელექტრო დანადგარების ტექნიკური მუშაობის წესების ცოდნა
- ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა
- უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ მაღალ ძაბვასთან დაშვების სერტიფიკატი