ელექტრიკოსი — ჯი თი სი ქრენექსი

ჯი თი სი ქრენექსი — ლოგო
ჯი თი სი ქრენექსი

ელექტრიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"SANY"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია "ჯი თი სი ქრენიქსი", აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

"ჯი თი სი ქრენიქსი" არის "ჯი თი სი ჯგუფის" წევრი, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ჰოლდინგია სამშენებლო სექტორში და ფარავს დარგის ყველა ძირითად მიმართულებას.

"ჯი თი სი ქრენიქსი" წარმოადგენს "SANY"-ს ოფიციალურ დილერს საქართველოში, ამწეების მიმართულებით და მომხმარებლებს სთავაზობს კოშკურა ამწეების და მობილური ამწეების სერვისს, ნასყიდობას და იჯარით მომსახურებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კოშკურა ამწეს ელ. პანელის დიაგნოსტიკა და საჭიროების შემთხვევაში კომპონენტების შეცვლა
  • ელ. ძრავების დიაგნოსტიკა და შესაბამისი რეაგირება. კოშკურა ამწეს მართვის სისტემების გამართვა
  • დისტანციური მართვის პულტების პროგრამირება ამწეს მოდელების შესაბამისად
  • კოშკურა ამწეს ინვერტორული სისტემების პროგრამირება და ელ. პანელების აწყობა-მონტაჟი
  • კოშკურა ამწეების გეგმური შემოწმება
  • კოშკურა ამწეს მონტაჟი-დემონტაჟის პერიოდში სამონტაჟო ჯგუფის მხარდაჭერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ამწე მექანიკის, ჰიდრავლიკისა და კონსტრუქციული მახასიათებლების ცოდნა;
  • ტექნიკური სახელმძღვანელოების, სქემის წაკითხვისა და ინტერპრეტაციის შესაძლებლობა;
  • დიაგნოსტიკური აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების გამოყენების უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დაქვემდებარებულების მართვის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 ან 09:30-18:30 საათი

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ