ელექტრიკოსი
„წისქვილი ჯგუფი“ ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს. კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..)
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფის“ დიდ გუნდში გვაქვს ელექტრიკოსის ვაკანსია.
სამუშაო ადგილი: თბილისი (მოძრავი)
გრაფიკი: სტანდარტული
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტებზე გეგმიური არა-გეგმიური ვიზიტების განხორციელება;
- ელექტროგაყვანილობის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება/აღმოფხვრა;
- ელექტრო მომარაგების ხაზებისა და კაბელების მუდმივი მონიტორინგი;
- ელექტროგამანაწილებელი კარადების, მათში მოთავსებული ელექტროდანადგარების მონიტორინგი;
- ავარიული სიტუაციის დროს, შემთხვევაზე სწრაფი რეაგირება და პრობლემების იდენტიფიზირება/აღმოფხვრა;
- კომპეტენციის ფარგლებში, დაზიანებული დანადგარების (მათ შორის წვრილმანი ტექნიკა) ადგილზე შეკეთება;
- უსაფრთხოების სტანდარტებისა და ნორმების დაცვა, მონიტორინგი;
- შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- შესაბამისი პროფესიული ან ტექნიკური განათლება;
- უსაფრთხოების წესებისა და ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.