ელექტრიკოსი
პალიტრა მედია ჰოლდინგის შვილობილი კომპანია - საწარმო შპს "კრიალა" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე თბილისში.
მოთხოვნები:
- შესაბამისი პროფესიულ-ტექნიკური განათლება;
- საწარმოში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია);
- ელექტრო სქემების-ნახაზების წაკითხვის უნარი;
- ელექტრიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- ელექტრო-უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- შესაბამისი პროგრამული ნაწილის ცოდნა (კომპიუტერული);
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპლექსში განთავსებული ელექტრო დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, კონტროლი-ინსპექტირება;
- ელექტრო დანადგარების და ელექტრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
- მანქანა დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა (შეკეთება, დარეგულირება, გადაწყობა, ზეთის შეცვლა და ა.შ.);
- გენერატორების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესებისა და სამუშაო პროცედურების ზუსტი დაცვა;
- პროგრამირებად დანადგარებზე ხარვეზების აღმოფხვრა, პრობლემების დადგენა, შეკეთება;
- ხელმძღვანელობისათვის დროული ინფორმაციის მიწოდება მოსალოდნელი ან/და არსებული პრობლემების შესახებ;
განრიგი: კვირაში 6 სამუშაო დღე;
ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე გამოცდილებიდან გამომდინარე;
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ისთ ფონთის მიმდებარედ, ქიზიყის ქუჩა # 50 ბ.