ელექტრიკოსი — ელმონტაჟი

ელმონტაჟი

ელექტრიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ელმონტაჟი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვანის ქ. 5

სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 09:00 - 18:00 სთ

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა

ანაზღაურება: გამოცდილების გათვალისწინებით

ძირითადი მოვალეობები:

  • ობიექტებზე ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება ტექნიკური დოკუმენტაციისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • ელექტრო კაბელების, ქსელებისა და ელექტრო მოწყობილობების მონტაჟი, შეერთება და გამართვა;
  • ელექტრო დანადგარების ჩართვა, ტესტირება და ტექნიკური გამართულობის შემოწმება;
  • ელექტრო სისტემებში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი სამუშაოების შესრულება;
  • სამუშაო პროცესში გამოყენებული ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება;
  • შრომის უსაფრთხოების, ელექტროუსაფრთხოებისა და ტექნიკური ექსპლუატაციის მოთხოვნების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება:

  • სასურველია პროფესიული ან ტექნიკური განათლება ელექტრო მიმართულებით;
  • ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების უსაფრთხოების წესებისა და ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმების ცოდნა.

გამოცდილება:

  • ელექტრიკოსის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება;
  • ელექტრო მოწყობილობებისა და სისტემების მონტაჟისა და გამართვის პრაქტიკული გამოცდილება.

უნარები:

  • პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კარიერული ზრდისა და დაწინაურების შესაძლებლობას.