ელექტრიკოსი — ელიტ მოტორსი

ელიტ მოტორსი — ლოგო
ელიტ მოტორსი

ელექტრიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ელიტ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

შპს "ელიტ მოტორსი" 2008 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს პრემიუმ კლასის სამშენებლო ტექნიკის, ინდუსტრიული დანადგარების, ძრავებისა და გენერატორების ერთ-ერთ წამყვან მიმწოდებელს.

კომპანია არის ისეთი საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, როგორებიცაა: Volvo CE, Merlo, Mecalac, Atlas Copco, Genie, Emsa, Mosa, Hangcha, Wacker Neuson.

სამუშაო აღწერილობა

ელექტრიკოსი პასუხისმგებელი იქნება ტექნიკის ელექტრო სისტემების შემოწმებაზე, დაზიანებების აღმოჩენასა და შეკეთებაზე, ელექტრო მოწყობილობების მოვლასა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე, პოზიცია ითვალისწინებს ტექნიკის სერვისს ადგილზე (სერვის ცენტრში) და გასვლით საველე მომსახურებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ტექნიკის ელექტრონული დიაგნოსტიკა;
  • ელექტრო დაზიანებების დროული აღმოჩენა და მათი აღმოფხვრა;
  • ტექნიკის ელექტრო სქემების შესწავლა, ანალიზი და პრაქტიკაში გამოყენება;
  • მძიმე და მცირე სპეც ტექნიკასთან და ინდუსტრიულ დანადგარებთან მუშაობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა.

ჩვენ გთავაზობთ

  • ფიქსირებულ ანაზღაურებას + ყოველთვიურ ბონუსს
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კორპორაციულ სატელეფონო პაკეტს
  • ტრანსპორტირების უზრუნველყოფას

მდებარეობა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილი 23/800 კმ (საგურამოს გადასახვევთან)

გრაფიკი: სრული განაკვეთი, სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 09:00-14:00 (შაბათი)