ექთანი ლაბორანტ-ფლებოტომისტი — პრემიუმ მედსერვისი

პრემიუმ მედსერვისი

ექთანი ლაბორანტ-ფლებოტომისტი

₾1000.0 იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "პრემიუმ მედსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის პრეანალიზურ მიმართულებაში ექთანი ლაბორანტ-ფლებოტომისტის პოზიციაზე.

  • ადგილმდებარეობა: ჭავჭავაძის გამზ.33ბ;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევი ჩათვლით 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე;
  • ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები); პლუს ბონუსები

ძირითადი ფუნქციები:

  • ამბულატორიული პაციენტების სისხლის აღება (ფლებოტომია) დადგენილი პროცედურის მიხედვით;
  • კლინიკებიდან თუ ამბულატორიული შეკვეთებიდან შესაბამისი საკვლევი მასალების ადეკვატურობის შეფასება, საკვლევი მასალების დამარკირება, პრეანალიზური დამუშავება და შემდგომი განაწილება ლაბორატორიის შესაბამის მიმართულებებში;
  • მასალების ტრანსპორტირების პირობების უზრუნველყოფა (სატრანსპორტო ჩანთის მომზადება "ცივი ჯაჭვის" მოთხოვნების შესაბამისად) და პერიოდული კონტროლი;
  • ჰოსპიტალური (HIS) და ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემების (LIS) ინტეგრაციის მოდულის მართვა;
  • საქმესთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: საშუალო პროფესიული განათლება (მედდა/ფერშალ-ლაბორანტი);
  • სამუშაო გამოცდილება: სასურველია ლაბორატორიაში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება.

ცოდნა და უნარები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დროის მენეჯმენტი;
  • სისხარტე, ოპერატიულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელ. მისამართზე: tatishvilimerabi@gmail.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომლითაც დაინტერესებული ხართ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ