ედვერთაიზერი- ბათუმი
"Origami" ეძებს Advertiser-ს.
ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ Advertiser-ს, რომელიც შემოუერთდება Origami-ის მარკეტინგის გუნდს და იმუშავებს ჩვენი ბრენდებისა და დეველოპერული პროექტების ციფრულ სარეკლამო კამპანიებზე.
სამუშაო ფორმატი: On-site/Remote; On-site ლოკაცია: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
- Meta Ads და Google Ads კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ყოველდღიური მართვა;
- სარეკლამო კამპანიების სტრუქტურისა და აუდიტორიების დაგეგმვა;
- Lead Generation და Conversion კამპანიების მართვა;
- Remarketing კამპანიებისა და აუდიტორიების შექმნა;
- ბიუჯეტების ეფექტურად განაწილება და კამპანიების მუდმივი ოპტიმიზაცია;
- A/B ტესტების დაგეგმვა და ჩატარება კრეატივების, აუდიტორიებისა და შეთავაზებების მიხედვით;
- ძირითადი მაჩვენებლების - CPL, CPC, CTR, CPM, Conversion Rate, ROAS და სხვა KPI-ების - მონიტორინგი და ანალიზი;
- შედეგების რეგულარული რეპორტინგი და გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება;
- მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდებთან კოორდინაცია ლიდების ხარისხისა და კამპანიების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.
რას ველით კანდიდატისგან:
- Meta Ads Manager-ის პრაქტიკული ცოდნა;
- Google Ads-ისა და Google Analytics-ის ცოდნა;
- Performance Marketing-ის ძირითადი პრინციპების კარგი გაგება;
- მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- სარეკლამო ბიუჯეტებთან მუშაობის გამოცდილება;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.
დეველოპერულ ან უძრავი ქონების სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.