ედვერთაიზერი
სამედიცინო კომპანია შპს "მედ-დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას ედვერთაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: ჰიბრიდული;
ანაზღაურება: განისაზღვრება შეთანხმებით;
ფუნქცია-მოვალეობები:
- კლინიკის სოციალური ქსელების (Facebook, Instagram, TikTok და სხვა) მართვა;
- სოციალური მედიისთვის კონტენტ-გეგმის შემუშავება და განხორციელება;
- პოსტების, Stories-ისა და Reels-ის მომზადება და განთავსება;
- კლინიკის მომსახურებების, ექიმებისა და სიახლეების სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა;
- Facebook/Instagram რეკლამების შექმნა და მართვა;
- სარეკლამო კამპანიების შედეგების მონიტორინგი და ანალიზი;
- სოციალური ქსელებიდან მიღებული შეტყობინებებისა და კომენტარების მონიტორინგი;
- კლინიკის ონლაინ ცნობადობისა და პაციენტების მოზიდვაზე ზრუნვა;
- ფოტო/ვიდეო კონტენტის მომზადების პროცესის ორგანიზება;
- სოციალური მედიის აქტივობის შესახებ პერიოდული ანგარიშის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სოციალური მედიის მართვის მიმართულებით გამოცდილება;
- Facebook და Instagram-ის მართვისა და Meta Ads Manager-ის ცოდნა;
- კონტენტის შექმნისა და სოციალური ქსელებისთვის მომზადების უნარი;
- ფოტო/ვიდეო კონტენტის შექმნის ან ორგანიზების გამოცდილება;
- კრეატიული აზროვნება და თანამედროვე ტრენდების ცოდნა;
- გამართული კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- სარეკლამო კამპანიების დაგეგმვისა და შედეგების ანალიზის უნარი;
- სასურველია სამედიცინო სფეროში ან მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური/რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბონუს სისტემას;
- თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელური.
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეს გადარჩევა
- ინდივიდუალური გასაუბრება
გაცნობებთ, რომ "შპს მედ-დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.