ედვერთაიზერი
კომპანია SlaySong-ი აცხადებს ვაკანსიას ედვერთაიზერის პოზიციაზე.
SlaySong არის სწრაფად მზარდი სტარტაპ კომპანია, რომელიც ქმნის მომხმარებელზე მორგებულ ციფრულ პროდუქტებს. კომპანია ოპერირებს ევროპის 15 ქვეყანაში.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00-19:00.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი
ძირითადი მოვალეობები:
- ციფრულ სარეკლამო არხებში რეკლამების გაშვება და მართვა (Meta Ads, Google Ads, TikTok Ads);
- რეკლამების მუდმივი ოპტიმიზაცია და შედეგების გაუმჯობესება (ROAS, CPA, CR);
- რეპორტინგი და ანალიზი: კამპანიების შეფასება, შედეგების დამუშავება, ინსაითების გამოტანა და რეკომენდაციების შემუშავება;
- ახალი სარეკლამო არხებისა და ფორმატების ტესტირება.
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- Meta Ads, Google Ads და TikTok Ads პლატფორმებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- Excel / Google Sheets-ის ცოდნა;
- AI პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება.
სასურველი გამოცდილება:
- Shopify-ზე მუშაობის გამოცდილება;
- GA4-ის ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება;
- E-commerce ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;
- DTC ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
- შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებული და თანმიმდევრული მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.