დრონის პილოტი / ტექნიკური სპეციალისტი
კომპანია "KTV Working Drone Georgia" აცხადებს ვაკანსიას დრონის პილოტის / ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პროფესიონალს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და მონაწილეობას მიიღებს ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური დრონების მართვასა და სერვისში.
ძირითადი მოვალეობები:- ინდუსტრიული/კომერციული დრონების უსაფრთხო და ეფექტური მართვა (სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ შორის სიმაღლეზე მუშაობა, ფასადების წმენდა, მონიტორინგი და ა.შ.).
- ფრენისწინა და ფრენისშემდგომი ტექნიკური ინსპექტირება (Pre-flight & Post-flight checks).
- დრონების ტექნიკური გამართვა, მცირე დაზიანებების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა (Hardware).
- პროგრამული უზრუნველყოფის (Firmware) განახლება და კალიბრაცია.
- საფრენი მისიების დაგეგმვა, ტერიტორიის რისკების შეფასება და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა.
- საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური ანგარიშების მომზადება.
- რეპორტინგის გაკეთება: CRM - ის და Bluetag - ში ატვირთვა.
- დრონების (სასურველია კომერციული/ინდუსტრიული მოდელების, მაგ: DJI Enterprise, კასტომიზირებული პლატფორმები)
- ძლიერი ტექნიკური უნარები: ელექტრონიკის, მექანიკის ან IT მიმართულების საბაზისო ცოდნა (Hardware & Software).
- დრონის მართვის მოქმედი სერტიფიკატი/ლიცენზია (GCAA-ს მიერ გაცემული სერტიფიკატი ჩაითვლება დიდ უპირატესობად).
- სტრესულ და სიმაღლეზე მუშაობის პირობებში კონცენტრაციის შენარჩუნების უნარი.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და უსაფრთხოების წესების უზადო დაცვა.
- B კატეგორიის მართვის მოწმობა (აქტიური მართვის გამოცდილებით).
- ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (ტექნიკური დოკუმენტაციის წასაკითხად).
- გამოცდილება RC მოდელებთან, პაიალნიკთან (soldering) ან მცირე ელექტრონიკის შეკეთებასთან.
- სტაბილურ და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას + ბონუსები KPI - ის შესრულების მიხედვით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე).
- აღჭურვილ სამუშაო სივრცეს (ლაბორატორია/სახელოსნო) ყველა საჭირო ხელსაწყოთი.
- კარიერული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას უსწრაფესად განვითარებად ინდუსტრიაში.
- სპეციალიზებულ ტრენინგებსა, საერთაშორისო სტანდარტების გაცნობას და მომზადებას კონკრეტულად ჩვენი დრონების სპეციფიკაზე.
- კომფორტულ სამუშაო გრაფიკს.