დოკუმენტაციის სპეციალისტი- ფოთი — LVP Globe Logistics

LVP Globe Logistics

დოკუმენტაციის სპეციალისტი- ფოთი

₾1000 ახალი ფოთი · ადგილზე სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:

კომპანია "LVP Logistics" ეძებს პასუხისმგებლობიან და ოპერატიულ თანამშრომელს ფოთში, ოფისსა და ტერმინალში დოკუმენტაციის პროცესების სამართავად. სამუშაო ძირითადად მოიცავს ლოგისტიკური ოპერაციების დოკუმენტბრუნვას და ტერმინალის შიდა კოორდინაციას.

ვაკანსია: დოკუმენტაციის სპეციალისტი (Documentation Specialist)
მდებარეობა: ფოთი (ოფისი და ტერმინალი)
ხელფასი: 1000 GEL + მაღალი ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** ტერმინალებთან მუდმივი კავშირის დამყარება და შენარჩუნება;
** კონტეინერებისა და ტვირთების მიღებაზე პირდაპირი კონტროლი;
** ტვირთების დოკუმენტაციის (Documentation) სრული და ზუსტი წარმოება;
** საზღვაო ხაზებთან (Shipping Lines) კომუნიკაცია და კოორდინაცია;
** ტერმინალიდან ტვირთის გატანისა და სატვირთო ავტომანქანებზე (trucks) დატვირთვის პროცესის ზედამხედველობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ვეძებთ მოტივირებულ და დინამიურ გარემოში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე გუნდის წევრს.

გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლოგისტიკის ან მსგავს სფეროში;

უნარები:

** სწავლის სურვილი და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** მოქნილობა, ოპერატიულობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა (აუცილებელია დოკუმენტაციასთან მუშაობისთვის).

რას გთავაზობთ?

** ფიქსირებული ანაზღაურება: 1000 GEL (ხელზე ასაღები);
** მოტივაცია: შესრულებული სამუშაოს შედეგების მიხედვით მაღალი ბონუსები;
** განვითარება: პროფესიული გამოცდილების მიღება საერთაშორისო ლოგისტიკურ გარემოში და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.

განაცხადის შეტანის წესი: