დიზელ გენერატორის ტექნიკოსი, ბუღალტერი, ელექტრიკოსი
კომპანია Finex-ი აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
1. დიზელ გენერატორის ტექნიკოსის პოზიცია
ვიწვევთ სამუშაოდ პიროვნებებს დიზელ გენერატორის ტექნიკოსის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
- სასურველის კანდიდატი იყოს შესაბამისი ტექნიკური განათლებით.
- სავალდებულოა დიზელისა და ბენზინის ძრავებიან გენერატორებთან მუშაობის გამოცდილება.
- კანდიდატი ასევე უნდა შეეძლოს ელექტროობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება.
- კანდიდატი სასურველის ფლობდეს ინგლისურ ენას და შეეძლოს კომპიუტერზე მუშაობა.
- მას უნდა გააჩნდეს მანქანის მართვის მოწმობა/გამოცდილება.
- კანდიდატი უნდა იყოს დისციპლინირებული/კომუნიკაბელური; ასევე პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალული და ორგანიზებული.
- მას უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად მუშაობა, ლოგიკურად და ანალიტიკურად აზროვნება.
- მნიშვნელოვანია კანდიდატის გუნდური მუშაობის, დროის მართვის უნარი. ასევე მისი დეტალებზე ორიენტირებულობა.
- კანდიდატი არ უნდა იყოს ნასამართლები. მოთხოვნის შემთხვევაში მან უნდა წარმოადგინოს ცნობა ნასამართლეობის შესახებ.
- მაღალი გამავლობის საკუთარი ავტომობილის ყოლა განიხილება უპირატესობად.
2. ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესების მართვა.
- საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად წარმოება და კონტროლი.
- პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ) შედგენა, აღრიცხვა, დაარქივება.
- RS.GE-ის მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან.
- დებიტორულ/კრედიტორული ნაშთების კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
- საგადასახადო კოდექსის ცოდნა.
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა.
- RS.GE -სთან მუშაობის გამოცდილება.
- ინტერნეტ-ბანკთან მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი.
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- გუნდური მუშაობის უნარი.
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
3. ელექტრიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გასვლითი ვიზიტები რეგიონებში, ანაზღაურება: ფიქსირებული (კვალიფიკაციის შესაბამისად, მომატების პერსპექტივით).
განაკვეთი: სრული.
აუცილებელი მოთხოვნები:
- პროფესიული განათლება ენერგეტიკის მიმართულებით და ელექტრიკოსის სერტიფიკატი.
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.
თანამდებობრივი ვალდებულებები:
- კომპანიაში არსებული ელექტრო ინფრასტრუქტურის (მათ შორის: დანადგარების, ელ.ძრავების, ელგამანაწილებელი კარადების, მაღალი ძაბვის უჯრედების) უსაფრთხო და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
- ელექტრული დაზიანებების აღმოჩენა, აღდგენითი სამუშაოების წარმოება.
- ელ-სისტემების და საველე ტექნიკის ექსპლუატაციის ხარისხის კონტროლი და ხარვეზების დროული გამოვლენა.
- ელექტრული ცალხაზოვანი სქემის წაკითხვის უნარი.
- არსებული ელექტრო გაყვანილობის რემონტი და გეგმური შემოწმება.
- ელექტროენერგიის მოხმარების მონიტორინგი.
- კანონმდებლობით არსებული უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
- ელექტროენერგიის გამანაწილებელ/მომწოდებელ კომპანიებთან ურთიერთობა და ინფორმაციის გაცლა.
პიროვნული თვისებები:
- თავაზიანი.
- პასუხისმგებლობიანი.
- მოწესრიგებული.
- ენერგიული.
- შრომისმოყვარე.
- პუნქტუალური.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!