დისტრიბუტორი — პარტნიორი

პარტნიორი — ლოგო
პარტნიორი

დისტრიბუტორი

₾1750 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ჩვენი ისტორია 1998 წელს დაიწყო. კომპანიის პირველი ნაბიჯები ხორცპროდუქტების წარმოებას უკავშირდება, თუმცა წლების განმავლობაში განვითარების შედეგად ჩამოვყალიბდით მრავალპროფილურ ბიზნეს ჯგუფად. დღეს, NMG (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) წარმოადგენს საქართველოში მოქმედ მრავალპროფილურ საინვესტიციო და მმართველობით პლატფორმას, რომელიც აერთიანებს წამყვან კომპანიებს კვების წარმოების, რითეილის, ლოჯისტიკისა და სხვა სექტორებში.

ჩვენი მისიაა ღია და სანდო პარტნიორობაზე დაფუძნებული ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს შვილობილი კომპანიების გრძელვადიან განვითარებას და ქმნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ღირებულებებს.

NMG ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ჯგუფში, დღეს, 10 000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს და კომპანიის განვითარებასთან ერთად ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. ჩვენ ვქმნით მდგრად, ღირებულებებზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს, სადაც თანამშრომლების პროფესიული და კარიერული განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თუ ეძებ შესაძლებლობას, იმუშაო სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში, სადაც ფასდება პროფესიონალიზმი, ინოვაცია და ცოდნის მუდმივი გაღრმავება - შემოგვიერთდი. თანამშრომელი - ჩვენი ძირითადი ღირებულებაა.

სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" შვილობილი კომპანია შპს „პარტნიორი“ აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე:

ადგილმდებარეობა: თბილისი

ანაზღაურება: 1500-1750 ლარი

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 08:00-17:00, დასვენება: შაბათ-კვირა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა/მიწონვა და მანქანის დატვირთვა;
  • ობიექტების პროდუქციით მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
  • ობიექტებზე პროდუქციის განლაგების შემოწმება პლანოგრამასთან თანხვედრის მიზნით, მერჩენდაიზინგი;
  • ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის ამოღება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
  • ვადაგასული პროდუქციის მითვლა/მიწონვა და დღის ბოლოს მობრუნების საწყობისთვის მიწოდება;
  • საჭიროების შემთხვევაში ობიექტისგან თანხის ამოღება და მიღებული თანხის სალაროში შეტანა შესაბამის საბუთებთან ერთად;
  • მის სარგებლობაში მყოფი კომპანიის კუთვნილი ავტო-მანქანის გამართულად მუშაობისა და ჰიგიენის კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • B ან/და C კატეგორიის მართვის მოწმობა;

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.