დისტანციური მხარდაჭერის გუნდის სპეციალისტი
მზარდი კომპანია ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ და კომუნიკაბელურ დისტანციური მხარდაჭერის გუნდის სპეციალისტს.
თუ შეგიძლიათ მომხმარებელთან მშვიდი და გამართული კომუნიკაცია, სწრაფად სწავლობთ ახალ პროგრამებს და პასუხისმგებლობით ეკიდებით თითოეულ საკითხს, ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაოს, პროფესიულ განვითარებასა და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას.
პირობები:
- ანაზღაურება: 1 100 ლარი;
- სამუშაო დატვირთვა: კვირაში 40 საათი, 6 სამუშაო დღეზე განაწილებით;
- პროფესიული სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
- დაწინაურების რეალური პერსპექტივა;
- მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის დისტანციური მხარდაჭერის გაწევა;
- სატელეფონო ზარებზე და წერილობით შეტყობინებებზე პასუხი;
- ამანათების სტატუსებისა და მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამის სისტემაში რეგისტრაცია;
- პრობლემური შემთხვევების იდენტიფიცირება და პასუხისმგებელ გუნდთან გადამისამართება;
- მომხმარებლისთვის დროული უკუკავშირის მიწოდება;
- მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვა.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- გამართული მეტყველება და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- თავაზიანობა, მოთმინება და პასუხისმგებლობა;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- ინფორმაციის სწრაფად მოძიებისა და დამუშავების უნარი;
- რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია;
- მომხმარებელთა მხარდაჭერის სფეროში გამოცდილება სასურველია, თუმცა არა სავალდებულო.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.