დიჯითალ ედვერთაიზერი — iGaming Company

iGaming Company

დიჯითალ ედვერთაიზერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Igaming Company ეძებს შედეგზე ორიენტირებულ, ანალიტიკურად მოაზროვნე და მოტივირებულ დიჯითალ ედვერთაიზერს, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ჩვენი ციფრული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვაზე, მართვასა და ოპტიმიზაციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სარეკლამო კამპანიების მართვა: Meta Ads (Facebook/Instagram), TikTok Ads და სხვა პლატფორმებზე სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და მონიტორინგი.
  • ბიუჯეტირება და ROI: სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტური გადანაწილება და კამპანიების ოპტიმიზაცია მაქსიმალური ROAS და ROI მისაღებად.
  • აუდიტორიის ანალიზი: სამიზნე აუდიტორიების კვლევა, სეგმენტაცია, რეთარგეთინგის სტრატეგიების შემუშავება და A/B ტესტირება.
  • ანალიტიკა და რეპორტინგი: შედეგების მუდმივი ანალიზი და პერიოდული ანგარიშების (Reports) მომზადება.
  • კრეატიულ გუნდთან მუშაობა: კონტენტ კრეატორებთან ერთად ეფექტური სარეკლამო ვიზუალებისა და ტექსტების კონცეფციის შემუშავება.

რას გთავაზობთ:

  • მზარდი ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი ფიქსირებული ხელფასი + შედეგებზე დაფუძნებული ბონუსური სისტემა.
  • საერთაშორისო გამოცდილება: Tier 1 ქვეყნების ბაზარზე მუშაობისა და გლობალური მასშტაბის კამპანიების მართვის გამოცდილება.
  • ინოვაციური ინსტრუმენტები: სხვადასხვა AI ხელსაწყოების გამოყენების შესაძლებლობა და მარკეტინგული პროცესების ავტომატიზაციის აწყობა.
  • კარიერული განვითარება: პროფესიული ზრდისა და გუნდთან ერთად განვითარების რეალური შესაძლებლობები.