რესტორანი მრავალჟამიერი
დიასახლისი
შეთანხმებით
ახალი
თბილისი · ადგილზე
სრული განაკვეთი
რესტორანი მრავალჟამიერი აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
სამუშაო დღე 6 დღე კვირაში.
მოვალეობები:
- სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2–3 წლიანი გამოცდილება დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის (Executive Housekeeper / საოჯახო მეურნეობის უფროსი) პოზიციაზე, სავალდებულოა მასპინძლობის ან კვების სფეროში (სასტუმრო, დიდი რესტორანი ან ივენთ-ჰოლი).
- გუნდის მართვის უნარი: მრავალრიცხოვანი გუნდის (დამლაგებლები) მართვის, სამუშაო გრაფიკების შედგენისა და მოტივირების გამოცდილება. კონფლიქტების ეფექტურად გადაჭრის უნარი.
- სანიტარული ნორმების ცოდნა: HACCP-ის (სურსათის უვნებლობის) სტანდარტების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და შრომის უსაფრთხოების წესების ზედმიწევნითი ცოდნა და მათი პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება.
- მარაგებისა და ბიუჯეტის მართვა: პროფესიონალური საწმენდი ქიმიის, ინვენტარისა და რესტორნის ტექსტილის (სამრეცხაოს პროცესების) მართვის, აღრიცხვისა და შესყიდვების დაგეგმვის უნარი.
- პიროვნული თვისებები: სტრესულ და მაღალდინამიურ გარემოში (განსაკუთრებით ბანკეტებისა და პიკური საათების დროს) სწრაფი რეაგირებისა და მუშაობის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.