დიასახლისი
შპს. „გლორია“ მართავს ორ სასტუმროს - „ტიფლის პალასს“, რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო, (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორანს „ტიფლის ვერანდას“) და „Grand Gloria“-ს - გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს.
კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით.
შპს. „გლორია“ აცხადებს ვაკანსიას „დიასახლისის“ პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ.თბილისი გორგასლის 3
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს,
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას,
- კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას,
- კვებით უზრუნველყოფას.
ვის ვეძებთ ჩვენ:
ჩვენ ვიზრდებით და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, ვინც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- სასურველია გამოცდილება მსგავს სფეროში,
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება,
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
მოვალეობები:
- სასტუმროს ტერიტორიაზე სისუფთავის დაცვა/შენარჩუნება;
- სასტუმროს ოთახების დალაგება/დასუფთავება,
- თეთრეულის შეცვლა,
- კომპანიის სტანდარტების შესაბამისად სათანადო ნივთებით სააბაზანოს შევსება;
- სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- პერიოდულად მატრასების გაბერტყვა, ფარდების გაწმენდა და ოთახების დეზინფექცირება.
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- უფასო კვება