დიასახლისი
შპს „ევროპული სკოლა“ ბაღში აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე;
სკოლის შესახებ:
ევროპული სკოლა არის საერთაშორისო CIS აკრედიტებული სკოლა, რომელიც სთავაზობს თავის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს - საბავშვო ბაღი, ქართული პროგრამა, IB (PYP / MYP / DP) და ამერიკული უმაღლესი სკოლა.
პოზიციის მიზანი: ბაღის ტერიტორიაზე სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის დაცვა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბაღში დღის განმავლობაში სისუფთავის კონტროლი;
- ბავშვთა სათამაშო ოთახებისა და დერეფნის დალაგება აღსაზრდელთა და მასწავლებელთა გრაფიკის შესაბამისად;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ზოგადი განათლება
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- პუნქტუალურობა;
- დისციპლინირებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოწესრიგებულობა;
- აკურატულობა.