დიასახლისი
დეველოპერული კომპანია „მეტროპოლ მენეჯმენტი“ აცხადებს ვაკანსიას ოფისის დიასახლისის პოზიციაზე.
„მეტროპოლ მენეჯმენტი“ არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს.
ჩვენ გთავაზობთ:
- კვება/ლანჩი
- ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 08:30-17:00, შაბათი: 08:30-13:00
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 1,300. ლარი (ხელზე ასაღები თანხა)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ოფისის ყოველდღიური დასუფთავება;
- სამზარეულო ზონის მოწესრიგება, ჭურჭლის დარეცხვა;
- სანიტარული სივრცეების ჰიგიენის უზრუნველყოფა;
- ნაგვის გატანა და დახარისხება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- დეტალებზე ორიენტაცია;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალობა.