დღის რეგისტრატორი — წმ. მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

წმ. მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი — ლოგო
წმ. მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

დღის რეგისტრატორი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი დაარსდა 1844 წელს და კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე სამკურნალო დაწესებულებაა. იგი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის არის სტრატეგიული ობიექტი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, მულტიპროფილური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი თანამედროვე ჰოსპიტალი.

"წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას დღის რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გ. ჟვანიას ქ. N15

დასახელება: დღის რეგისტრატორი

სამუშაო საათები: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე. შაბათი, კვირა და კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეები - დასვენება.

ანაზღაურება: 1500 ლარი (დარიცხული)

ვაკანტური ადგილი: 1

სამუშაო გამოცდილება: პოზიციაზე განიხილებიან როგორც გამოცდილი, ასევე კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი კანდიდატები.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ გარემოს;
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • თანამედროვე ელექტრონული სისტემებითა და პროგრამებით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;

ძირითადი მოვალეობები:

  • ჰოსპიტალში შემოსული პაციენტის მიღება, პროგრამაში და ჯანდაცვის პორტალზე რეგისტრირება;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება, პაციენტის ბარათის გახსნა/რედაქტირება და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
  • მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;
  • სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისა და ჰოსპიტლის მენეჯერის მითითებების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან/და სტუდენტის აქტიური სტატუსი;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • სასურველია მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული;