ოფისის ადმინისტრატორი — Next Move

Next Move

ოფისის ადმინისტრატორი

₾1400 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"Next Move" არის წამყვანი გადაზიდვისა და რელოკაციის სერვისი საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ბინების, ოფისებისა და კორპორატიული სივრცეების გადაზიდვის სრულ და დაზღვეულ მომსახურებას.

ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება და ახალ ოფისში გადასვლასთან დაკავშირებით, ვეძებთ ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან ოფისის ადმინისტრატორს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო/ტექსტურ შეტყობინებებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** ოფისის ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველყოფა
** დოკუმენტებთან მუშაობა (წერილების, ხელშეკრულებების გაფორმება და დაარქივება);
** კურიერებთან და მომსახურე კომპანიებთან კოორდინაცია;
** საორგანიზაციო საკითხებში გუნდის წევრების მხარდაჭერა.

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** გამართული კომუნიკაციის უნარი როგორც ზეპირად, ისე წერილობით;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზირი (გამოფენის მიმდებარე ტერიტორია).
ანაზღაურება: 1200 - 1400 ლარი.

სამუშაო გრაფიკი:

განაცხადის შემოტანის წესი:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე:

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ოფისის ადმინისტრატორი".

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ