დეველოპერი
კომპანია "ბარაქა" არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, სფეროში ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს 12 ქსელურ აგრომაღაზიასა და ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.
ბარაქაში ვაცხადებთ ვაკანსიას - დეველოპერის პოზიციაზე.
ვეძებთ დეველოპერს CRM პროგრამის გამართვისა და ტექნიკური მხარდაჭერისთვის.
მოთხოვნები:
- ვებ-დეველოპმენტში გამოცდილება;
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Android აპლიკაციების შექმნისა და განვითარების მიმართულებით 5+ წლიანი გამოცდილება.
სამუშაო პირობები და ანაზღაურება განიხილება გასაუბრების ეტაპზე.
შეტყობინება: "ბარაქა" (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "ბარაქასთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეში/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
"ბარაქა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ კომპანიის შესაბამის საკონტაქტო მონაცემებზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ ხსენებული დებულებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ბარაქას" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "ბარაქას" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://baraka.ge/
გისურვებთ წარმატებებს!