დამხმარე ტექნიკური პერსონალი — ეროვნული ბოტანიკური ბაღი

ეროვნული ბოტანიკური ბაღი — ლოგო
ეროვნული ბოტანიკური ბაღი

დამხმარე ტექნიკური პერსონალი

₾1520 იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.

ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში დამხმარე ტექნიკური პერსონალის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში)
ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30
შესვენება 13:00-14:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
ანაზღაურება: 1, 520 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)
შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

ფუნქცია მოვალეობები:

** ბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სარემონტო და მცირე სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
** სარწყავი სისტემების შეკეთებაში მხარდაჭერა ტექნიკური დავალების შესაბამისად;
** სამშენებლო ან სარემონტო ნარჩენებისგან ტერიტორიის გაწმენდა და გასუფთავება;
** შენობა-ნაგებობებში მცირე ტიპის ტექნიკური სამუშაოების შესრულება (კარის, ონკანის შეკეთება და სხვ.);
** ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ტექნიკური მხარდაჭერა (ინვენტარის მიწოდება, სივრცის მოწყობა და დემონტაჟი);
** სხვა ტექნიკურ ან სამეურნეო სამუშაოებში მონაწილეობა ხელმძღვანელის მითითებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია).

შერჩევის მეთოდები:

** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.