დამხმარე მარკეტინგის მენეჯერი — The Design Mall

The Design Mall

დამხმარე მარკეტინგის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Design Mall აცხადებს ვაკანსიას დამხმარე მარკეტინგის მენეჯერის/Junior Marketing Generalist-ის პოზიციაზე.

ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ დამწყებ კანდიდატს, რომელსაც აინტერესებს მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულება და სურს პრაქტიკული გამოცდილების მიღება. აღნიშნულ პოზიციაზე იმუშავებთ როგორც Marketing Generalist და ჩაერთვებით მრავალფეროვან აქტივობებში - სოციალური მედიის მართვიდან მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და ანალიზამდე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • ბრენდის ცნობადობის ზრდისთვის სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების მხარდაჭერა;
  • სოციალური მედიის პლატფორმების მართვა და კონტენტის შექმნა/განთავსება;
  • სამიზნე აუდიტორიების იდენტიფიცირება და მათზე მორგებული აქტივობების დაგეგმვა;
  • მომხმარებლებთან ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა სოციალურ ქსელებში;
  • მარკეტინგული და სარეკლამო აქტივობების შედეგების მონიტორინგი და ანგარიშგება;
  • მარკეტინგული გუნდის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მცირე გამოცდილება და ძლიერი ინტერესი მარკეტინგის სფეროს მიმართ;
  • სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის საბაზისო ცოდნა;
  • კრეატიული აზროვნება და ინიციატივიანობა;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • რამდენიმე დავალების პარალელურად მართვის უნარი;
  • სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • განვითარების შესაძლებლობას მარკეტინგის სფეროში;
  • მრავალმხრივ გამოცდილებას Marketing Generalist-ის როლში;
  • პრაქტიკულ ჩართულობას რეალურ პროექტებში;
  • პროფესიული უნარების განვითარებასა და ზრდის შესაძლებლობას.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ