დამხმარე ბუღალტერი — ფარმარეა

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
ფარმარეა — ლოგო
ფარმარეა

დამხმარე ბუღალტერი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

ფარმარეა ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.

თუ ხარ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე და მოტივირებული ადამიანი, მაშინ გახდი ჩვენი გუნდის წევრი.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ.) ოპერაციების შესრულება და აღრიცხვა;
  • შესყიდვებთან და რეალიზაციებთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების პროგრამული ასახვა და დადასტურება rs.ge-ზე / RS პორტალზე მუშაობა;
  • დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი, შედარებები დებიტორ/ კრედიტორებთან;
  • სასაქონლე და მატერიალური მარაგების კონტროლი და აღრიცხვა;
  • საბანკო ოპერაციების პროგრამულად ასახვა.
  • ყოველთვიური დეკლარაციების შევსების პროცესში მონაწილეობა;
  • სალარო ნაშთების კონტროლი;
  • სხვადასხვა ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული ასახვა;
  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია ამავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების Word, Excel-ის ფლობა;
  • სასურველია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა.
  • აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა BALANCE-ში მუშაობის გამოცდილება/ცოდნა.
  • რუსული ენის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას თანადაფინანსებით;
  • მეგობრულ გარემოს.

სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი. გიორგი ჩიკვაიძის ჩიხი #2

ჩვენ მოგიძებნით ბუღალტრის ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა ბუღალტრის ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ